ვითომ მეგობრებს უნდოდათ ფრონტის მეორე ხაზი საქართველოში - პრემიერი უკრაინას ისევ თავს ესხმის

27.04.22 16:05
ვითომ მეგობრებს უნდოდათ ფრონტის მეორე ხაზი საქართველოში - პრემიერი უკრაინას ისევ თავს ესხმის

საქართველოს პრემირის მორიგი იერიში უკრიანის ხელისუფლების წინააღმდეგ - "რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი"- უთხრა მედიას მთავრობის მეთაურმა. 

ეს სკანდალები და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი...

გახსოვთ, ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რაღაც რძეზე, ყველზე, ახლა ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა...

ვიცი,  იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში, და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება. ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება"- თქვა ღარიბაშვილი. 

მთავრობის მეთაურმა განცხადება თბილისში 41-ე საჯარო სკოლაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სასკოლო დაწესებულებაში დღეს სწავლების უკრაინული სექცია გაიხსნა. 

მსგავსი სიახლეები