ივანიშვილმა მეორე მარიუპოლი აგვარიდა - ღარიბაშვილი
ვისურვებდი, ყოველ მე-10 ქართველს შეეძლოს ის, რაც ივანიშვილმა გაუკეთა ქვეყანას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა:
ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში ეს ერთი. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, მე ვისურვებდი, რომ ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მე-10 ქართველმა შეძლოს, ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა.
ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოეშორებინა აი ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა სააკაშვილის მეთაურობით, დღეს, გარანტიას გაძლევთ, რომ იქნებოდა ისევ სააკაშვილი ხელისუფლებაში და აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლს. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა, თქვენც და ყველა"- თქვა მან.