ივანიშვილის ძმას რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებამ საკუთარი ვინაობა დაავიწყა
ბიძინა ივანიშვილის ძმას რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებამ საკუთარი ვინაობა დაავიწყა. ალექსანდრე ივანიშვილს "პირველების" ჟურნალისტი სახლთან დახვდა, კითხამ რატომ აქვს ბიზნესი სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად, ივანიშვილისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა რომ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ალექსანდრე ივანიშვილი არ არის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესებს ისევ ფლობს. TI-იმ კომპანია "აქვა სპეისს" მიაგნო, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ფილიალი აქვს. კომპანიის ოფისი ფუნქციონირებს საქართველოშიც, კერძოდ "ქართუ ბანკის" შენობაში. საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. კობიაშვილი "პირველებს" დაემალა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან საერთო ბიზნესი აქვს და ოლიგარქი თავადაც ფლობს მოსკოვში ბიზნესებს.
შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებაში ჯერ კიდევ 6 თვის წინ მოყვანილი ფაქტები და დოკუმენტები დღეს "საერთაშორისო გამჭირვალობა " საქართველოს კვლევით დადასტურდა დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშივლის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის ძმას საერთო ბიზნესი რუსული წყალქვეშა გემების მშენებელი კომპანიის მფლობელთან აქვთ, ადამიანთან რომელიც ამერიკამ სანქციების სიაში შეიყვანა.
ირკვევა რომ, რასაც მთელი 10 წელი ივანიშვილის ამტკცებდა, რომ რუსეთთან კავშირი აღარ აქვს, სიცრუა და დღემდე რუსეთთან ბიზნესინტერესებს შუმავალების საშუალებით ინარჩუნებს.