რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს მოფიქრებას, რა არის ამისთანა დაუჯერებელი? - გიული ალასანია სააკაშვილის გადაყვანაზე

27.04.22 17:07
რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს  მოფიქრებას, რა არის ამისთანა დაუჯერებელი? - გიული ალასანია სააკაშვილის გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მისი შვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. ალასანია მიიჩნევს, რომ პროცესი დროში ჭიანურდება, რაც შესაძლოა, მესამე პრეზიდენტისთვის ფატალური აღმოჩნდეს. 

ეხლა სჭირდება გადასხმები ინტენსიური,რა უნდა გაკეთდეს როგორ უნდა გაკეთდეს არ ვიცი. ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქართველოში ამის პირობები არ არის. არავითარი გამოუცდელობა, როგორც ჩანს, აქ არ არის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაიყვანენ, რამდენი ხანი შეიძლება დაჭირდეს ამ მოფიქრებას, ეს არის სასწრაფო შემთხვევა, გადაუდებელია. თუ ესე თუ გაგრძელდა 6 და 7 თვე ჩათვალეთ და აღარ არის ადამიანი. კიდევ მეორე კომისია, მესამე, მეათე, რამდენი შეიქმნა და ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, რა არის ამისთანა დაუჯერებელი ვერ გავიგე, რით ვეღარ დავარწმუნეთ ზოგიერთი", - ამბობს გიული ალასანია. 

მსგავსი სიახლეები