აუცილებელი არ არის სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა, უამრავი მექანიზმია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს - თენგიზ წულაძე

28.04.22 11:07
აუცილებელი არ არის სააკაშვილის  უცხოეთში გადაყვანა, უამრავი მექანიზმია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს - თენგიზ წულაძე

თუ მკურნალობა დროული არ იქნება სააკაშვილის სიცოცხლე შესაძლოა ვეღარ გადაარჩინონ -  ასეთია ექიმების დასკვნა.   სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსაჯანმრთელებლად შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს სასჯელის გადავადება და საქართველოში მკურნალობაც. 

მას სჭირდება გარემოს გამოცვლა. აუცილებელი არ არის უცხოეთში გადაყვანა, აქაც რომ გათავისუფლდეს ან გადავადება მოხდეს, უამრავი სხვადასხვა მექანიზმია, რაც ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა  და ეს მექანიზმები შესაძლოა, საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ცდილობს პენიტენციური სისტემა რაც შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისი არ არის", - ამბობს თენგიზ წულაძე. 

მსგავსი სიახლეები