მოქმედებაა საჭირო,თუ გვინდა რომ არ შეგვრცხვეს - უგულავა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს
გიგი უგულავა ამბოსბ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა და შესაძლოა ფატალური სედეგი დადგეს. ამის შესახებ უგულავამ რუსთავის ციხესთან განაცხადა. უგულავა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლეოსობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მომხრეა
ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. ექიმები საუბრობენ ანორექსიაზე, მინახავს რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ფატალურად დამთავრდა. შეუძლებელია, ეხლაც კი გარანტია იმისა, რომ ადამიანი არ დაინვალიდდება და ბოლომდე გამოჯანმრთელდება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მომხრეა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს არ მოგვწონს, გული გატკინა, არ გატკინა - დღეს ვდგევართ კატასტროფის წინაშე, საქართველო ამას ვერ გადაიტანს. არავინ არ აპატიებს დედამიწის ზურგზე, ეხლა სასწრაფოდ არის მოქმედება საჭირო, საზოგადოებრივი წნეხი უნდა იყოს, თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და არ შეგვრცხვეს", - ამბობს გიგი უგულავა.