ილია II, კალაძე, ზურაბიშვილი, ღარიბაშვილი - ვინ ლიდერობს IRI-ის კვლევის მიხედვით
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი მოწონება პატრიარქ ილია II-ს აქვს - 92%. პატრიარქი არ მოსწონს 4%-ს.
პატრიარქის შემდეგ ლიდერობს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე - 53%; კალაძე არ მოსწონს გამოკითხულთა 43%-ს.
მესამე ადგილზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია - ის 52%-ს მოსწონს, 42%-ს - არ მოსწონს.
მეოთხე ადგილზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ის 47%-ს მოსწონს, 48%-ს არ მოსწონს.
ნინო ლომჯარია - 46%-ს მოსწონს, 40%-ს არ მოსწონს.
ანა დოლიძე - 44%-ს მოსწონს, 35%-ს - არ მოსწონს.
გიორგი გახარია - 40%-ს მოსწონს, 55%-ს არ მოსწონს.
დავით უსუფაშვილი - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 48%.
ელენე ხოშტარია - მოსწონს 39%-ს, არ მოსწონს - 52%.
ირაკლი კობახიძე - მოსწონს 38%-ს, არ მოსწონს - 56%;
გიორგი ვაშაძე - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 56%.
თეა წულუკიანი - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 57%.
ნიკა მელია - მოსწონს 37%-ს, არ მოსწონს - 58%-ს.
გიგა ბოკერია - მოსწონს 18%-ს, არ მოსწონს - 76%.
გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%.