მასობრივი ნიჰილიზმი და უიმედობა - პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევის შედეგებზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევის შედეგებში ოპოზიციის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას საზოგადოებაში არსბეულ ნიჰილიზმს უკავშირებს. მანჯგალაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ხელისუფლების რეიტინგის ზრდა ლოგიკურია.
მასობრივი ნიჰილიზმია საზოგადოებაში, უიმედობა არის. ის, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელს გარკვეული რეიტინგი აქვს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ პანდემიის საფრთხის პირობებში ადამიანებს მოლოდინები უჩნდებათ ხელისუფლებასთან. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის რეიტინგი", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.