სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნაციონალური მოძრაობა დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

28.04.22 13:06
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნაციონალური მოძრაობა დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობას დიპოლომატიური კორპუსი ყურადღებით აკვირდება - სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დღეს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივიდნენ. აუდიენციას ესწრებიან პრეზიდენტის ადვოკატებიც. 

დიტო საძაგლიშვილის თქმით,  დიპლომატებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობენ.

ვისაუბრებთ, მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, ცხადია, ჩვენი მიზანი არის, რომ ამ დარღვევებს მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისგან, იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი დასავლური მეგობრების აქტიურობას", - აცხადებს საძაგლიშვილი.

მსგავსი სიახლეები