ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა ხალხის ხარჯზე, ამას განიცდის სააკაშვილი - კობახიძე

28.04.22 13:16
ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა ხალხის ხარჯზე, ამას განიცდის სააკაშვილი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესებულია, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე საჭმელებს საზღვარგარეთიდან ვეღარ უკვეთავს. 

ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი თურმე გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის ვერ უკვეთავს მაგალითად, სახელმწიფოს ხარჯზე კონკრეტულ კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან, სახელმწიფოს ხარჯზე ამას ვიმეორებ, ბევრი სხვა კუთხითაც, მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს ბუნებრივია ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის, ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური", - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები