ივანიშვილი როცა პოლიტიკაში იყო, ის პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და ყოველთვის ასე დარჩება - ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა IRI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება. ზარქუა აღნიშნავს, IRI-ს დიდად არ ენდობა, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ლიდერ პარტიად მიიჩნევს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი არ სჭირდება, როცა პოლიტიკაში იყო, ის იყო პატრიარქის შემდეგ პირველ ადგილზე და ყოველთვის ასე დარჩება.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე გასულია პოლიტიკიდან, მან მიიღო გადაწყვეტილება და არც ჩანს. აქედან გამომდინარე რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში ეს სხვა საკითხია. ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ განსაცდელს ავერიდეთ და აერიდა საქართველო. რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ის უკვე გასულია პოლიტიკიდან და არც ჩანს, ამიტომ რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ზოგადად, იმ ჩამონათვალში, პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა ზარქუამ.