გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს "ომის პარტიებზე" და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე" - ანდრი კასიანოვი

28.04.22 13:51
გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს "ომის პარტიებზე" და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე" - ანდრი კასიანოვი

უკრაინა გაკვირვებით უყურებს საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს "ომის პარტიებზე" და "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. 

გვიკვირს, ვინადან უკრაინამ არ დაიწყო ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ თავს დაგვესხა რუსეთის ფედერაცია. ჩვენ გვიკვირს, იმიტომ რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასევე უკრაინელი ხალხი, რადა, უკრაინის პრეზიდენტი", - განაცხადა ანდრი კასიანოვმა. 

მსგავსი სიახლეები