რუსეთის უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ დაგვანახა ის, რომ NATO-მსაქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს - სტოლტენბერგი

28.04.22 13:57
რუსეთის უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ დაგვანახა ის, რომ NATO-მსაქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს - სტოლტენბერგი

 რუსეთის უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ დაგვანახა იმის საჭიროება, რომ ნატომ უზრუნველყოს იმ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან ჩვენი ალიანსისა და ევროკავშირის წევრები - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ასეთ მაგალითებად მან საქართველო და მოლდოვა დაასახელა: 

ასეთი სახელმწიფოებია საქართველო და მოლდოვა. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ, აგრეთვე პოლიტიკულ მხარდაჭერასაც. საქართველო ჩვენთვის ძალიან ღირებული პარტნიორია, რომელიც ევროკავშირთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში"- თქვა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი სიახლეები