თუ ასე გაგრძელდა, სტრასბურგმა სააკაშვილის მიმართ შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობა დაადგინოს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი სამედიცინო სერვისი დროულად არ მიიღო, შესაძლოა, სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს.
ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ დარგის ექსპერტების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი, შესაბამისად, თუ ეს ასე გაგრძელდა, გუშინაც გავაკეთე განცხადება, თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დარჩა გაუთვალისწინებელი და არ იქნა დაკმაყოფილებული, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სასამართლომ, სტრასბურგს ვგულისხმობ.
მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს, როგორ უზრუნველყოფდი, მე მოვიწვევდი ექიმებს და გადაწყვეტილებას მივიღებდი დარგის ექსპერტებთან ერთად, დისკუსიის შედეგად", - ამბობს ნინო ლომჯარია.