კობახიძეს უნდა გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია, რომ გავარკვიოთ აქვს თუ არა გადახრა - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეალობასთან აცდენილს უწოდებს. ჯაფარიძის აზრით, საჭიროა ექიმებმა დაადგინონ აღიქვამს თუ არა კობახიძე რეალობას ადეკვატურად და აქვს თუ არა პათოლიგია.
ეს არის ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის დაცინვა მის თანამოქალაქეებზე. პოლიტიკოსი, რომელცი არ იმყოფება მის შესაბამის ადგილზე და შესაბამისად, სარგებლობს მისი უსაზღვრო ძალაუფლებით, ამიტომ შეუძლია ნებისმიერი სისულელით შეეცადოს ჩვენი მოქალაქეების გაბაიბურებას. მორიგი დაცინვა თანამოქალაქეების კობახიძის მხრიდან. შესაძლოა საჭირო იყოს სამედიცინო კონსულტაცია კობახიძეს რომ გაეწიოს იმისათვის, რომ გავარკვით გვაქვს თუ არა გადახრასთან საქმე, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ეუბნება, რომ ეს არის რეალობა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.