სად არის ლოგიკა?! - გახარიას გუნდი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

28.04.22 15:55
სად არის ლოგიკა?! - გახარიას გუნდი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილთან და "ლელოსთან" ერთად გადატრიალებას გეგმავდა, აბსურდულს უწოდებს. 

ლოგიკა რა არის, რომ გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, გადადგა იმისთვის, რომ მერე სააკაშვილთან და ხაზარაძესთან ერთად მობრუნებულიყო მთავრობაში. წარმოგიდგენიათ საერთოდ, რას ლაპარაკობენ?!  თუ ვინმე რამე გადატრიალებას აპირებს, ამაზე უნდა განხორციელდოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, კი არ უნდა გამოვიდნენ და იჭორავონ, საქმე გააკეთონ", - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მორიგი სკანდალური განცხადება -  ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ჯერ სიტუაცია უნდა აეჭრა, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო." 

მსგავსი სიახლეები