ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტყველებს - სიმონიშვილი
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე ხელისუფლების მხრიდან უარს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი ვალდებულებები უნდა გაანცობიეროს და პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეცვალოს.
ხელისუფლების მიერ ჯიუტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომ მას არ მიეწოდება მკურნალობა, როგორც უნდა მიეწოდოს, ერთადერთ რამეს მიანიშნებს, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, რასაც უბრალოდ არავითარი ახსნა არ აქვს. მაშინ როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით იღებს გადაწყვეტილებას და არა საჭიროების შესაბამისად, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეცვალოს და გააცნობიეროს მას რა ვალდებულებები გააჩნია", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
ცნობისთვის, არასამთავრობო როგანიზაციებმა დღეს წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას უმოკლეს დროში მოითხოვენ.