თუ ხელისუფლებას რეაგირება არ ექნა, აღვიქვამთ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - ქეთი ხუციშვილი

28.04.22 17:03
თუ ხელისუფლებას რეაგირება არ ექნა, აღვიქვამთ, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - ქეთი ხუციშვილი

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ  მიხეილ სააკაშვილი ევროპის რომელიმე კლინიკაში. ხუციშვილის თქმით, თუ ეს მოტხოვნა არ შესრულდება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია.

თუკი ასე მოხდა და საერთოდ არ ექნა რეაგირება ხელისუფლებას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ მართლაც პუტინის დავალების შესრულება ხდება და მართლაც პუტინის პატიმარია სააკაშვილი და შესაძლოა, მიზანი იყოს სრულად მისი სიცოცხლის განადგურება.  სასწრაფოდ უნდა მოხდეს პრეზიდენტის გადაყვანა რომელიმე კარგ დასავლურ კლინიკაში, სადაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული", - ამბობს ქეთევან ცუხიშვილი.

ცნობისთვის, არასამთავრობო როგანიზაციებმა დღეს წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას უმოკლეს დროში მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები