პროკურატურამ ოპოზიციონერი, ჯელალ ქიქავა დააკავა
დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა - შოთაძის უწყების ცნობით, მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მხდა.
ოპოზიციონერს სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა - ჯ.ქ-მ გამოიჩინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.
სასამართლოს არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრალდებულმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს, რითაც ხელყო სასამართლოს ავტორიტეტი და მართლმსაჯულებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- წერია განცხადებაში.