"გადავარჩინოთ მიშა" - სააკაშვილის ოჯახი მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის გადასარჩენად ერთიანდებიან. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ახალ მოძრაობას "გადავარჩინოთ მიშა" დააფუძნეს. სააკაშვილის ძმები რეგიონებშიც ჩავლენ და მოსახლეობის დარწმუნებას შეეცდებიან, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საზოგადოების აქტიურობაზეც არის დამოკიდებული. ორგანიზაციის გარშემო სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები გაერთიანდებიან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
მივეცით გონივრული ვადა ხელისუფლებას იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეს სიცოცხლე. ეს აქციები იქნება უწყვეტი ხასიათის მანამ, სანამ არ მივაღწევთ მიშას გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რეგიონებშიც იქნება ჩასვლა. ჩავატარებთ ელემენტარულ კარდაკარს იმისათვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მოსახლეობამ კიდევ კარგად ვერ გაიგო რა საფრთხესთან გვაქვს საქმე", - ამბობს დავით სააკაშვილი.
ძალიან მნიშვნელოვანია ხელმოწერების შეგროვება, რომ ჩვენ დავანახებთ "ქართულ ოცნებას" რამდენ ადამიანს შეტკივა გული მიშა სააკაშვილზე. ადრესატი იქნება, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩვენ არ გვყავს მართლა მოსაკლავი პრეზიდენტი, ჩემი ძმა, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს წინასვლაში და შენებაში, დაუდგეს გვერდზე,რ გოორც საქართველოს პრეზიდენტი, შემოვიდეს ჩვენ მდგომარეობაში", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.