"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჯელალ ქიქავა დააკავეს
ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჯელალ ქიქავა დააკავეს. მას ბრალდებას დღეს წარუდგენენ.
ქიქავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. ზუსტად ერთი თვის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ნათქვამი ფრაზისთვის ჯელალ ქიქავას ხელბორკილები დაადეს. პროკურატურამ 1 თვის შემდეგ დაადგინა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.
ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ მიეცა მეორეჯერ პასუხისმგებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უკვე გადაიხადა.
დააკავეს, როცა პიჯაკი მოჰქონდა ქიმწმენდიდან საკუთარ სახლში. ამ დაკავებას აქვს ერთადერთი მიზანი, ე სარის მისი სანიმუშოდ დასჯა, რომ თითი დაუქნიონ ყველა იმ ადმაიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის გამო აქტიურ პროტესტს გამოხატავს. მას უკვე ადმინისტრაციული სნაქცია დაკისრებული ჰქონდა და გადახდილი ჰქონდა ჯარიმა. ერთი და იგივე ქმედებისთვსი ორჯერ პასუხისმგებლობაში არმიცემის პრინციპი არის ამოსავალი პრინციპი სამართალში და ალბათ მხოლოდ საქართველოს პროკურატურა თუ მოახერხებდა, რომ ეს პრინციპი დაერღვია", - ამბოსბ ადვოკატი შოთა თუთბერიძე.