უკრაინა ცდილობს, რომ რამენაირად მათი მოკავშირე ენმ მოვიდეს ხელისუფლებაში - ქადაგიშვილი
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - "ქართული ოცნება" უკრაინას ისევ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, უკრაინის მთავრობას "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უკრაინული მხარე მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.
ეს არის, ასე ვთქვათ, რეალპოლიტიკის ნაწილი მათი მხრიდან, რომ რამენაირად საქართველოს ჩართვა მოხდეს როგორც მეორე ფრონტისა ამ ვითარებაში. გამომდინარე აქედან, ეს მესიჯბოქსი მიმართულია იქითკენ, რომ დაზიანდეს საქართველოში ვითარება, მოხდეს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირება და რამენაირად მათი მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებ მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც პერსპექტივას გააჩენს მათი გაგებით, მეორე ფრონტის გახსნის, - ამბობს ქადაგიშვილი.
უკრაინა პრორუსი ოლიგარქების დეოლიგარქიზაციას ითხოვს. ომში მყოფი ქვეყნის მთავრობა დასავლეთს მოუწოდებს, სანქციები პრორუს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს.