გახარიას გუნდის დაპატიმრებული წევრი ციხეში თანაგუნდელებმა მოინახულეს

29.04.22 15:39
გახარიას გუნდის დაპატიმრებული წევრი ციხეში თანაგუნდელებმა მოინახულეს

წალენჯიხის დაპატიმრებული საკრებულოს წევრი  დაპატიმრების შემდეგ თანაპარტიელებმა დღეს პირველად მოინახულეს. გელა აბულაძე პენიტენციურ სამსახურს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს: პატიმარს არ აძლევენ მინდობილობის დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც გელა აბულაძის ოჯახს ბიზნესის და ქონების მართვა შეეძლება.

პარტია ,,საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ მათი თანაგუნდელი ხელისუფლების მძევალია და ციხეში მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო გაუშვეს.

ბატონი გელა აბულაძე არის მხნედ, დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, იმდენად პოლიტიკურია, იმდენად ბინძურია, რომ შეუძლებელია, აქ სიმართლე ვერ იპოვო. - აცხადებს მიხეილ დაუშვილი, პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი. 

მსგავსი სიახლეები