თუ ჩართავენ რა თქმა უნდა, ჯობია მათთვის დასარწმუნებლად - გიული საერთაშორისო კონსილიუმის შექმნაზე

29.04.22 14:53
თუ ჩართავენ რა თქმა უნდა, ჯობია მათთვის დასარწმუნებლად - გიული საერთაშორისო კონსილიუმის შექმნაზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას სრულად ენდობა და აცხადებს, რომ კონსილიუმი კომპეტენტური ექიმებით არის დაკომპლექტებული. ალასანია არც საერთაშორისო კონსილიუმის შექმნის  წინააღდეგი არ არის.

რაღაცა კომუნიკაცია არ არის ზედა ეშელონებში იმიტომ, რომ კობახიძე სხვა განცხადებას აკეთებს. ქალბატონი სალომე აქ არ არის და შეიძლება რაღაცები გამორჩა მხედველობიდან. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია მითუმეტეს, რომ ამ კონსილიუმში შედიან ძალიან კომპეტენტური ექიმები.  თუ ჩართავენ რა თქმა უნდა, ჯობია მათთვის დასარწმუნებლად. ოჯახს გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კლინიკებთან და მივიღეთ უკვე არაერთისგან თანმხობა", - ამბობს გიული ალასანია. 

მსგავსი სიახლეები