მძიმე დიაგნოზია, მდგომარეობა უარესდება - სახალხო დამცველის კონსილიუმი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას ელოდება

29.04.22 15:08
მძიმე დიაგნოზია, მდგომარეობა უარესდება - სახალხო დამცველის კონსილიუმი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას ელოდება

სახალხო დამცველის კონსილიუმი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების მოლოდინშია. ექიმი თენგო წულაძე ერთ-ერთია ვინც მიხეილ სააკაშვილი საკანში მოინახულა და დაპატიმრებული პრეზიდენტის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებს. "პირველებთან" საუბარში მედიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრაქტიკა ჰქონდათ და იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამოსვლის შემდეგ კონსილიუმის ჯგუფის წევრებს შეხვდება.სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის დაავადება, ცილოვანი შიმშილი პროგრესირებადია და ამიტომ  მიიჩნევს, რომ ექიმების მხრიდან ჩარევა სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

შესაძლოა მან დაგვირეკოს ჩვენ და გვკითხოს ჩვენთან ჰქონია ოდესღაც კომუნიკაცია  ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ, მას არა მაგრამ  აპარატიდან.  ამაზე როგორც ჩანს თვითონაც ზრუნავენ ან შეწუხებული არიან პრეზიდენტის ოფისში რამდენადაც ვიცი.

ცილოვანი შიმშილი მძიმე დიაგნოზია, განსაკუთრებით, თუ პროგრესირებს. მდგომარეობა უარესდება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაუმჯობესოთ და რატომ უნდა ველოდოთ კვირები", - ამბობს თენგიზ წულაძე. 

მსგავსი სიახლეები