"ბორჯომი" არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკაა დამოკიდებული - სარჯველაძე

29.04.22 15:16
"ბორჯომი" არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკაა დამოკიდებული - სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ კომპანია "ბორჯომის" მიერ წარმოების შეჩერება ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ იქნება. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტი ქართველებისთვის საამაყოა, თუმცა საქართველოს ეკონომიკა მასზე დამოკიდებული არ არის. 

ბორჯომი, რა თქმა უნდა, არის ქართველებისთვის საამაყო პროდუქტი. საამაყო, მაგრამ არა ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ქართველების შეიძლება გვჯეროდა, რომ შეიძლება ამ პროდუქტით გვეცხოვრა ძალიან მაღალ დონეზე, - თქვა სარჯველაძემ.

კომპანია "ბორჯომი" დროებით წარმოებას აჩერებს. მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

 

მსგავსი სიახლეები