მიხეილ სააკაშვილი ციხეში ადვოკატებმა მოინახულეს

29.04.22 15:28
მიხეილ სააკაშვილი ციხეში ადვოკატებმა მოინახულეს

რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მშვენიერაძემ და დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. უფლებადამცველები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

მდგომარეობა განგრძობადად უარესდება იმიტომ, რომ მას არ მიეწოდება საქართველოში სათანადო სამედიცინო მომსახურება. რომლის მიწოდებაზეც პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების   სისტემა და რომელსაც ის მიზანმიმართულად არ აკეთებს. მე, როგორც იურისტმა, შემიძლია, შეფასება გავუკეთო, რომ ეს არის დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ადამიანისადმი არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ ქმედებას", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

მსგავსი სიახლეები