პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ომისა და ღალატის პარტია არ შეცვლის დამოკიდებულებას - ქადაგიშვილი

29.04.22 15:50
პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ომისა და ღალატის პარტია არ შეცვლის დამოკიდებულებას - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრები ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ.  ევროსაბჭოს რეზოლუციის საპასუხოდ ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ოპოზიციაშია.

პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ომისა და ღალატის პარტია არ შეცვლის დამოკიდებულებას თავისი ქვეყნის მიმართ. იმისთვის გავაკეთეთ ყველაფერი,  რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულიყვნენ. არ არსებობს მათთვის არაფერი მოსაწონი, გარდა იმისა, რომ რამენაირად ხელისუფლებაში მოვიდნენ უკანონო გზებით. დაგვისახელეთ ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მართლმსაჯულება  მოიქცა პოლიტიკური მიკერძოებით", - ამბობს ქადაგიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები