რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა, რუსული რაკეტა ჩამოვარდეს? - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნების" ლიდერებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.
რა ომი შეიძლება, მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი, ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი, ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა, რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!.. ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, საკაშვილს საქართველოში ომის დაწყება სურს.