"ბორჯომი" რუსეთზე „ლელომ“ გაყიდა - ქადაგიშვილი
"ქართული ოცნება" "ლელოს" ახალ ბრალდებებს უყენებს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ბორჯომი რუსეთზე "ლელოს" ლიდერებმა გაასხვისეს.
„ლელომ“ გაყიდა ეგ ბიზნესი რუსეთზე და ალბათ, უფრო ზუსტად გეტყვიან, მე არ ვარ საქმის კურსში. ხელში ჩაიგდეს ჯერ და მერე გაყიდეს. ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ყველაფერი საქართველოსთვის გააკეთა,- თქვა ქადაგიშვილმა.