ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში - ,,ოცნება" ოპოზიციას საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში- გურიაში ,,ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციას დაუპირისპირდა და ამტკიცებს, რომ ,,ენმ"-ს საქართველოში ომის გაჩაღება სურს.
დაპირისპირების ავტორი ,,ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ქეთი ხომერიკი გახდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან პირადი მეგობრობა აკავშირებს. ხომერიკს სხდომაზე მოტანილი ჰქონდა წინასწარ დაბეჭდილი სურათები, რომელიც, მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს.
ეს არის მოღალატე პარტია, მათ უნდათ ომი. ივანიშვილის სახელის ხსენებას ნუ ბედავთ. - მიმართა საკრებულოს ოპოზიციას ქეთი ხომერიკმა.
ოზურგეთში საკრებულოს სხდომა, სადაც მერიის მაღალჩინოსნებისთვის ანაზღაურების მომატების საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.