"შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი" - სოფო ჯაფარიძე სახალხო დამცველს ხვდება
სოფო ჯაფარიძე საერთაშორისო კონსილიუმის შექმნის ინიციატივით სახალხო დამცველთან მივიდა. საკრებულოს დეპუტატი და "მედ გიდის" დამფუძნებელი ითხოვს საერთაშორისო კონსილიუმმა დაადგინოს არის თუ არა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, რის შემდეგაც ხელისუფელბას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
შეხვედრა იქნება რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა რაც არის, არის რომ შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი. ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ, არ ენდობა ისეთ კომპეტენტურ ექიმებს, როგორებიც არიან სახალხო დამცველის ექიმები. უნდა შეიქმნას ალტერნატივა, საერთაშორისო კონსილიუმი, რადგან რაც შეიძლება მყისიერად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.