უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
გარდაცვლილია ბატალიონ "კარპატსკი სიჩის" მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე.
ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.