ცენზურის მხვერპლი ჟურნალისტები - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

30.04.22 10:47
ცენზურის მხვერპლი ჟურნალისტები - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე არხიდან გაუშვა. არხმა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად   ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელება დაასახელა. გათავისუფლებული ჟურნალისტები არხს სასამართლოში უჩივიან და მიიჩნევენ, რომ მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

 "ახალი კვირა" ეთერიდან თებერვალში მოხსნეს. ჟურნალისტები საჯაროდ ალაპარკდნენ მაუწყებელში ცენზურის მცდელობისა და ე.წ. შავი სიების არსებობაზე.

გიდასტურებთ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მივიღეთ გუშინ სამივე ჟურნალისტმა: მე, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა. მიზანი არის ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციების გაჟღერება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თაობაზე. მომავალ კვირაში ვგეგმავთ პრესკონფერენციას საზოგადოებას დეტალურად შევატყობინებთ ინფორმაციას. რა თქმა უნდა სასამართლოში მივდივართ  და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს იმედა დარსალია.

გაგვათავისუფლეს ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო. ვაპირებთ სასამართლოში გასაჩივრებას, რადგან არ ვთვლით, რომ ეს არის ბრალდება. ეს არის სიმართლე, რომელიც ყველამ იცის ვინც მუშაობს", - ამბობს თამთა ჯანაძე.  

მსგავსი სიახლეები