ძალადობაში ბრალდებული პოლიციის უფროსად დანიშნეს
ვახტანგ გომელაური უწყებაში მოძალადე პოლოციელებს აბრუნებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა, რომელიც არაერთ ძალადობაშია მხილებული. ის 2017 წლამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში ადანაშაულებდა მას მოსახლეობა ძალადობაში. ერთ-ერთი ასეთი პირია გიორგი კაპანაძე, რომელიც ირწმუნება, რომ კალანდაძემ პოლიციის შენობაში წყლის ბოთლით სცემა. სერგეი ბაბოიანი კი ამტკიცებს, რომ კალანდაძემ ის მუხლებზე დააყენა და სცემა. მას ასევე უკავშირდება კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობაიძის ვაჟის ცემის ფაქტი.
ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის შალვა ბედუიძის კლანის წევრია.
ეს ადამიანი გიორგი გახარიას მინისტრობის დროს ერთხელ უკვე იყო გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კონკრეტრული გადაცდომებიდა და მოვალეობის არშესრულების გამო. დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არათუ აგრძელებს პოლიციის სისტემაში მუშაობას, არამედ დააწინაურეს და დაინიშნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად", - აცხადბეენ ადგილობრივი ოპოზიციის წევრები.