მემუქრებოდა გაუპატიურებით, იატაკზე დამაგდო - პოლიციის მაღალჩინოსანს ახალგაზრდა ქალი ძალადობაში ამხელს

30.04.22 13:17
მემუქრებოდა გაუპატიურებით, იატაკზე დამაგდო - პოლიციის მაღალჩინოსანს ახალგაზრდა ქალი ძალადობაში ამხელს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსის,  თეიმურაზ კალანდაძის მიმართ ბრალდებები არ წყდება. პოლიციის მაღალჩინოსანს არაერთი მოქალაქე ძალადობაში ადანაშაულებს. 

"პირველებს" დაუკავშირდა ახალგაზრდა  ქალი, რომელიც ამბობს, რომ კალანდაძემ მასზეც იძალადა.  

ქალი ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურებითაც დაემუქრა. 

მემუქრებოდა, ზეწოლას ახდენდა, თან მირტყამდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, აღიარეო, მცემდა. თმებით მათრევდა, იატაკით დამაგდო და მიტყამდა", - ამბობს ქალი "ტვ პირველთან".

კალანდაძის სახელს ხობში ჩატარებული სპეცოპერაციაც უკავშირდება რა დროსაც ლექსო რაფავა დააკავეს. კალანდაძე შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის შალვა ბედუიძის კლანის წევრია.