"რუსეთი მტერია" - ოზურგეთში, "ალტ ინფოს" ოფისთან აქცია მიმდინარეობს
ოზურგეთში, "ალტ ინფოს" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები პრორუსულ პარტიას ისტორიის გაკვეთილებს უტარებენ. ისინი პრორუსული, ძალადობრივი პარტიის ოფისის დახურვას მოითხოვენ.
სანამ ესენი იქნებიან ამ შენობაში მე არ მეძინება., არ მოვისვენებ", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
მოსახლეობა ამბობს, რომ პრორუსული პარტიის წინააღმდეგ აქციებს მთელ გურიაში გამართავენ.