„ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
პრემიერის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
„ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ და მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა დეტალებზე დღეს ვისაუბრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ პრობლემებზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.