ექსკლუზივი: აღმოჩენილია ივანიშვილის რუსული ბიზნესების სამალავი - როგორ ჭრის რუსეთში მილონებს ქართველი ოლიგარქი?!
აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესების სამალავი - "ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოქმედი კომპანია და მოქმედი ბიზნესი მოსკოვში, კრონშტატსკის ბულვარი 7ა-ში მდებარე ბიზნესცენტრშია რეგისტრირებული.
რუსეთის ფედერაციის ერთიანი რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით, (გაცემულია 2022 წლის 12 აპრილს) დგინდება, რომ რუსეთში, უძრავი ქონების ბიზნესიმპერიის ერთ-ერთ მოთამაშეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.
უფრო კონკრეტულად: "აქვა სფეისის" წილის 100 % ის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში რეგისტრირებული კომპანია "ვენ ითი ოვერსიზ ლიმითედია", გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორქციუმის მონაცემებით, "ვენ ითი ოვერსიზ ლიმითედის" უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას.
ქართველი ოლიგარქის დამალული რუსული კომპანიის "აქვა სპეისის" დირექტორი, ოლგა ბოროვიკოვაა, ის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.
რუსეთის ერთიანი რეესტრის 29 აპრილის ამონაწერებით, ბოროვიკოვა არამხოლოდ "აქვა სპეისის", კიდევ ერთი კომპანიის,"დოლგოვოე აგენტსტვას" დირექტორიცაა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშივლის მილიარდიან ბიზნეს 2012 წლამდე კომპანია "უნიკორი" მართავდა, "დოლგოე აგენსტვა" კი "უნიკორის" სამართალმემკვიდრეა და მასთან ერთად კიდევ სამი კომპანია მიიერთა. ეს ყველაფერი რუსეთის ერთიანი რეესტრის გუშინდელი ამონაწერით დასტურდება.
მეორე კომპანიას, რომლის დირექტორიც ასევე ბოროვიკოვააა, სამი მფლობელი ჰყავს და სამივე ოფშორშია რეგისტირებული. აქედან ორი - "გრინვეი რესურს ლიმითედი" და "კიბნეი ლიმითედი", ვირჯიინის კუნძულებზე, მესამე კი კვიპროსის ოფშორშია გაფორმებული. სწორედ კვიპროსის მოქალაქე იყო რუსი ოლიგარქი მიხეილ გუცარიევი, რომელსაც მოქალაქეობა მხოლოდ ახლა, სანქციების გამო წაართვეს. სანქცირებული გუცარიევი ის კაცია, ივანიშვილი 2011 ში რომ გვიმტკიცებდა, მთელი ჩემი მოსკოვური ქონება, მას მივყიდეო.
ოფიციალური დოკუმენტებით რომლიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, დგინდება რას საქმიანობენ ივანიშვილის რუსული კომპანიები, რა ბიზნესი აქვს საქართველოს არაფორმალურ მმართველს ისეთი, რომელსაც წლებია გვიმალავს. იხილეთ ამონაწერი:
- 1. სადილერო მომსახურება
- 2. კაპიტალდაბანდება, ინვესტირება, მათ შორის საინვესტიციო კომპანიებით ( გვერდი 5)
- 3. საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა
- 4. ფასიანი ქაღალდების მართვა
ბიძინა ივანიშივლის დამლული რუსული ბიზნესების სკანდალზე"ტვ პირველის"გამომძიებლმა ჟურნალისტმა იური შვეცი ჩაწერა, ეს უკანასკნელი ანდროპოვის საგარეო დაზვერვის აკადემიაში ვლადიმერ პუტინის თანაკურსელია. საბჭოთა დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ამერიკაში ყვება, იმ რეაქციაზე, რაც ივანიშვილის ამ სკანდალის გასკდომას ვაშინგტონში მოჰყვა: ჯერ იყო გაბრაზება, მერე გზა სანქციებისკენ"- ამბობს რესპოდენტი.
იური შვეცმა 2006 წლეს ლიტვინენკოსთან ერთად გამოიძია კრემლის იმ მაღალჩნოსნების სია, ვინც დიდი ბრიტანეთში მილიონების დაბანდებას აპირბდა, ლიტვინენკო მოკლეს, შვეცი გადარჩა და მთავარ მოწმედ იქცა.
შვეცი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, როგორ მართავს კრემლი ოლიგარქებს, ვისაც დიდი ფული აშოვნინა.
"ოლიგარქებს კრემლი ნიშნავს, აძლევს ფულის შოვნის საშუალებას, ისინი სპეცსამსახურების მსახურები არიან"- თქვა საბჭოთა დაზვერვის ყოფილი ოფიცერმა.
კითხვაზე, როგორ შეილება რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს არაფორმალურ მმართელზე გავლნები ჰქონდეს, შვეცი ამბობს, რომ
"მათგან ვერასდროს მიდიხარ, სიკვდილამდე რჩები". "პუტინი რომ დასრულდება, დასრულდებიან ისინიც ვინც მას მხარს უჭერს"- აცხადებს რესპოდენტი.
ნახეთ ივანიშვილის დამალული ქონება რუსეთში ვრცლად, მაკა ჩიხლაძის ჟურნალსიტურ გამოძიებაში: