როგორ ჩუქნის ღარიბაშვილი უზარმაზარ ქონებას #1 ქართველი ტერორისტად აღიარებულ იგორ გიორგაძის პარტნიორებს

30.04.22 22:10
როგორ ჩუქნის ღარიბაშვილი უზარმაზარ ქონებას #1 ქართველი ტერორისტად აღიარებულ იგორ გიორგაძის პარტნიორებს

საგულდაგულოდ დამალული რუსული კავშირების გაშიფვრა, პრემიერ-მინისტრისთვის შესაძლოა, მძიმე პოლიკური განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდეს  - "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რა კავშირი აქვს საქართველოს პრემიერს რუსულ სპეცსამსახურების აგენტურასთან, იგორ გიორგაძის გარემოცვასთან და როგორ მისცა რუსულ სპეცსამსახურებთნ დაკავშირებულ ადამიანებს საქართველოს მთავრობამ სახელწმიფო ქონების განკარგვის  და ამ ქონებით დიდი ფულის შოვნის უფლება. 

9 თვის წინ, 2021 წლის 30 ივლისს საქართველოს მთავრობის სახელით, ეკონომიკის სამინისტრომ, თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯისთან გააფორმა, იმ დროისთვის კომპანიის ხელმძღვენლი და 100 % წილის მფლობელი, მოქალაქე რომან ბოკერია იყო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საინვესტიციო პროექტები უნდა განახორციელოს. 
 
ირკვევა, რომ ამ მუხლზე ხელმწერით ეკონომიკის სამინისტრომ პირობა დადო რომ თუ კომოანია საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი შუამვალი იქნება, ის დაეხმრბა ინვეტორებს ლიცენზიბის და ნებართვბების მოპოვებაში. ეს ჩანაწერი კი ფართო ინტერპრეტციის საფუძველს იძლევა, ლიცენზია შეიძლება იყოს ოქროს მოპოვებისაც და ხე ტყის ჩეხვისაც.  

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საქართელოს მთავრობამ საშუამალო კომპანიასთან შეთნახმება გააფომა. ორ თვესა და 12 დღეში საქართველოს ბროკერიჯის მეწილეები იცვლება -  კოპანის 100 % წილის მფლობელი რომან ბოკერია, აქციების 25 % მოქალაქე ბეჟან მაისურაძეს,  10 პროცენტს კი როლანდ ჯობავას უფორმებს. ბიზნესი ორივემ საჩქრად მიიღო, ხელშეკრულებაში წერია, რომ ბეჟან მაისურაძემ და როლანდ ჯობავა წილი უსასყიდლოდ გადაუფორმეს. 

რატომ აჩუქა წილი, რუსეთის ორ მოქალაქეს რომან ბოკერიამ - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსეთისა და საქართელოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 65 წლის ბეჟან მაისურაძე, საქართველოს მიერ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული და ქვეყნიდან გაქცეული იგორ გიორგაძის ახლო მეგობარია. რუსეთის ერთიანი  დოკუმენტებით,  2020 წლის ჩათვლით, ისინი წლების განმავლობაში რუსეთში ერთად ფლობდნენ სამოქალაქო მოძრაობას, "თანამემულეები". იგორ გიორგაძე რუსულ "ეფ ეს ბესთან' დაკავშირებული საბჭოთა უშიშროების კადრია.  

ბეჟან მასირუაძე ირაკლი ღარიბაშვილი მეგობარია -  ის 2020 წლის არჩევნების წინ ღარიბაშვილს დავით გარეჯას სკანდალის აგორებაში რომ დაეხმარა. მისი ჩამოტანილია თითქოს საქართველოდან მაპარული რუკები.  მას თბილიში დაბურლინებიანი მანქანით გადაადგლების უფლება აქვს, წყარო შსს სამინსიტროდან გვიყვება, რომ იგორ გიორგაძის და ირაკლი ღარიბაშვილის საერთო მეგობარის ავტომობილის ნომრები საპარტრუო პოლიცის ხელშეუხებელთა ბაზაშია, ანუ ამ მანქანის გაჩერება პოლიციას აკრძალული აქვს .

ბეჟან მაისურაძე იმალება -  იგორ გიორგაძის მოკავშირემ და ირაკლი ღარიბაშივლის მეგობარმა, როგორც კი გაიგო რომ კითხვები, საქართველოს მთავრობის სახელით მისი კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტს შეეხებოდა, "შაბათის ეთერის" რეპორტიორებს კარი მიუხურა, შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა კითხვა, რა დამსახურებისთვის მიიღო წილი უსასყიდლოდ საქართველოს ბროკერიჯიში? ან ვისი ბრძანებით გადაადგილდება თბილისში დაბურული მინებით და პრივილეგირებული ნომერებით, კართან უკვე მისი მეუღლე დგას.

კომპანიამ რომელსაც ღარიბაშვილის მთავრობამ სახელწმიფო ქონების გასხვისების მემორანდუმი გაუფორმა, სარფიანი გარიგებების გაფორმება უკვე მოასწრო. იგორგ გიორგაძის მოკავშირის და ღარიბაშვილი მეგობრის კომპანიამ გაყიდა თბილიში, რიყეზე მდებარება დოქები. 

იყო თუ არა პრემიერის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნა, რომ საქართველოს ბროკერიჯისთვის ეკონომიკის სამინისტროს ეს მომერანდუმი გაეფორმებინა მიეცია ფულის კეთების საშუალება? ეკონომიკის მინისტრი მისივე უწყების გფომრულ ხელშკრულობაზე უბრალოდ არ ლარაკობს და გარბის. 

ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

 

 

 

მსგავსი სიახლეები