ივანიშვილი ფიქტიურ გარიგებაშია ეჭვმიტანილი - ვინ არის გუცარიევი ვისი დახმარებითაც ოლიგარქი სავარაუდოდ, რუსულ ბიზნესს მალავს

30.04.22 22:08
ივანიშვილი ფიქტიურ გარიგებაშია ეჭვმიტანილი - ვინ არის გუცარიევი ვისი დახმარებითაც  ოლიგარქი სავარაუდოდ, რუსულ ბიზნესს მალავს

ბიძინა ივანიშვილი ფიქტიურ გარიგებაშია ეჭვმიტანილი - ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა რუს ოლიგარქ მიხეილ გუცარიევთან გაფორმებული არაფორმალური გარიგებით, რუსეთში წილი შეინარჩუნა.  

უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, ივანიშვილმა ქონება გუცარიევის სახელზე გადაიტანა და თავად მინიმუმ წილს, სხვა პირების საშუალებით ინარჩუნებს.

ცნობილია, რომ  როდესაც ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოაბიჯა, თქვა რომ მისი უძრავი ქონების ბიზნესი სწორედ პოეტ ოლიგარქს გადასცა. 2012 წლის 15 აგვისტოს, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ქონებების მმართველმა კომპანია "უნიკორმა", გამოაცხადა, რომ ივანიშვილის დეველოპერული ბიზნესის პორტფელი, 982 მილიონ დოლარად, ცნობილი რუსი ოლიგარქის, მიხაილ გუცარიევის ბიზნეს ჯგუფს მიჰყიდა.  (ყველაფერი, რაც ივანიშვილს გააჩნდა - სასტუმროები, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი მიკრორაიონი და ჰექტრობით ტერიტორია სამრეწველო უბანში) ახლა ირკვევა, რომ ეს გარიგებაც სავარაუდოდ ფიქტიური იყო.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი სასტუმროების მფლობელი ახლა ,,ბინ ჯგუფია". ამ ჯგუფს ოლიგარქ გუცერიევის ოჯახი ფლობს,  თუმცა კითხვის ნიშნები თავიდანვე გაჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ქონება მას მაშინ, დიდი ფასდაკლებით, საბაზროზე ბევრად იაფად მიჰყიდა. ამიტომ ახლა უკვე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს ყიდვა გაყიდვა მხოლოდ ფურცელზე, ხალხისთვის თვალის ასახვევად შეასრულეს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვური გარემოცვა, თითქოს გაყიდულ კომპანიებზე, დღემდე აქტიურად ინარჩუნებს გავლენებს. 

მიხეილ გუცარიევი ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთი სანქცირებული ოლიგარქია. ის კვიპროსის მოქალაქეც იყო, თუმცა უკრაინასთან ომის შემდეგ, როგორც ომის სპონსორს, მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ახლა ბიძინა ივანიშვილის რუს პარტნიორს აღარც ამერიკაში უშვებენ და აღარც ევროკაშირში, მისი კლანის ქონება 10 მილიარდამდეა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ის 62-ე ადგილს იკავებს.


გუცარიევმა ახლა თქვა რომ მეტი ფული აღარ უნდა, რაც იშოვა ჰყოფნის, ივანიშვილის მსგავსად ჩრდილში მიდის და მისი ჰობიც ინტელეგენციის დახმარება გახდა. ამიტომ ოლიგარქმა ახლა პოეტობა შეითავსა და რუსული ესტრადის ცნობილ ვარსკვლავებს სიმღერის ტექსტებს უწერს.  დიმა ბილანიდან დაწყებული, ალა პუგაჩოვათი დამთავრებული.

ნახეთ ვრცლად მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი

 

 

 

მსგავსი სიახლეები