კუნთების ატროფია და ანორექსია - მედიკოსები სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ექიმების ნაწილი მესამე პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მედიკოსების თქმით, სააკაშვილს კუნთების ატროფია და ანორექსია აღენიშნება.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად მედიკოსების გარდა, პოლიტიკოსები და სასულიერო პირებიც ერთიანდებიან. გეგმა რამდენიმეა. ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას უშუალოდ გაეცნოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან , ჯანდაცვის და ასევე იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრის და გასაუბრების მზადყოფნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემაც გამოთქვა. ჯაფარიძე მზადაა მათ ციხეში მყოფი პრეიზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნოს.
მაქვს აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან და აუცილებლად მოვითხოვ შეხვედრას როგორც პრეზიდენტთან, ასევე ჯანდავის მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და მე მაინტერესებს არგუმენტი თუ რატომ შეიძლება არ მოხდეს მიხეილ სააკაშილის გადაყვანა, იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ყველა ერთად ვხედავთ, როგორ კვდება ადამიანი ციხეში, დღეს, როდესაც ყველა ერთად ვხედავთ, როგორ კვდება პუტინის ტყვე ციხეში, ამის ასე ყურება არ შეიძლება, - ამბობს ჯაფარიძე.
პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშილის საკითხთან დაკავშირებით ადრეც ესაუბრა.
მან თავის დროზე, თავისიდ ამოკიდებულება მითხრა საკითხისადმი, რომ ის არის პრეზიდენტი მთელი ქვეყნის და რომ ის რაღაცნაირად უნდა გამოხატავდეს ძირითად აზრს ხალხის... მან ასე ბრძანა და ის, რომ ნაწილი საზოაგდოების ითხოვს მის გათვაისუფლებას და ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია, ის ვერ დადგება რომელიმე ერთ მხარეს, თუმცაღა ეს არის მისი პოზიცია, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.