თქვან, რა უნდათ? მაინც და მაინც სააკაშვილი უნდათ ქვეყნის სათავეში? - "ოცნება" უკრაინის ბრალდებებზე

01.05.22 15:15
თქვან, რა უნდათ? მაინც და მაინც სააკაშვილი უნდათ ქვეყნის სათავეში? - "ოცნება" უკრაინის ბრალდებებზე

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შემდეგ "ქართული ოცნება" უკრაინას ისევ თავს ესხმის. მმართველი პარტიის თვამჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ომში მყოფი ქვეყნის დაზვერვის სამსახურს პროფესიონალიზმს უწუნებს და ამბობს, რომ ამგვარი ბრალდებების მიზანი საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის დანახვის სურვილი დგას. 

შორს მიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებ იმ აბსურდზე, რასაც ვისმენთ ხოლმე ე.წ. დაზვერვის სამსხურისგან, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, როცა დაზვერვის სამსახური გვქია, სახელს მაინც უნდა ამართლებდე. სულ მცირე, ტელეგრამ არხებით და სოციალურ ქსელებსი მეშვეობით ჩვენ ასეთ ბრალდებებს არ უნდა ვისმენდეთ. ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება იყო გახმოვანებული, რომ  არსებობს არხები. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული. როცა შენ გაქვს ინფორმაცია ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშრდე შენს მეგობრებს თბილისში და მათ უნდა ამცნო. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ თქვან, რა უნდათ? ჩვენგან რა უნდათ? მაინც და მაინც სააკაშვილი უნდათ ქვეყნის სათავეში? არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ეს ამბავი იხდის სასჯელს, - ამბობს ცაგარეიშვილი.

რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის  და აზერბაიჯანის დახმრაებით ცდილობს. სკანდალურ ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ავრცელებს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეთით გაიყიდება.  

მსგავსი სიახლეები