დღეიდან პირბადე სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება
დღეიდან, პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება. სხვა დახურულ სივრცეებში, მათ შორის სკოლებსა და სუპერმარკეტებში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.
"გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია ძალიან დასტაბილურდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მტავრობის სხდომაზე.
დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, COVID-19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 51 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.