"ბორინკა წადი!"- ბათუმში აქციები იწყება
"ბორინკა წადი!"- ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში ბათუმში გამოვიდა, რუსი ოლიგარქის საყვარელ მეგობარს ურჩევენ, დატოვოს საქართველო და წავიდეს მოსკოვში.
მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ოპოზიცია "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ივანიშვილი რუსული ფულის ტყვეა და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.