ბევრმა შემოიტანა იაფი საწვავი, მაგრამ ფასებზე არ ასახულა, მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს - ღარიბაშვილი
"ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე" - პრემიერი ღარიბაშვილი ამბოპბს, რომ მიზეზის დასადგენად მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს უკვე მიმართა.
ღარიბაშვილი უწყებას მოუწოდებს 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა.
ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში, დასკვნა, ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს" - ამბობს ღარიბაშვილი.