მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კითხვარის მხოლოდ ერთი ნაწილი შეავსო
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველ ნაწილი შეავსეს - პრემიერმა განაცხადა, რომ მას კარლ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს.
საქართველოს მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 13 მაისამდე გადასცემს.
მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით, 2 300 კითხვაა მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებით, ამიტომ ამას ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ხელისუფლებას კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა აქვს, ევროკომისია კი საკუთარ დასკვნას მიღებულ პასუხებზე სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გამოაცხადებს. კითხვარზე მუშაობა უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაასრულეს.