"წარმოადგინონ ინფორმაცია კონკრეტული მასალებით" - ვოლსკი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

02.05.22 12:26
"წარმოადგინონ  ინფორმაცია კონკრეტული მასალებით" - ვოლსკი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება და თუკი უკრაინული მხარე  დამატებით რაიმე ინფორმაცაის ფლობს, უნდა წარმოადგინოს. 

საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ასეთი ვერ განხორციელდება, არც საქონელი, არც ბიზნესი, რომელსაც გარკვეული სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხდება არცერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია კონკრეტული მასალებით, - განაცადა ვოლსკიმ. 

უკრაინული დაზვერვსი ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის  და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეთით გაიყიდება.  

მსგავსი სიახლეები