"უსაფუძვლო და არასწორი" - თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

02.05.22 12:41
"უსაფუძვლო და არასწორი" - თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" ლიდერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძლოს და არასწორს უწოდებს. მისი თქმით, მსგავის გნაცხადებები საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს. 

პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი. ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს, - განაცხადა თალაკვაძემ.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის  და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეთით გაიყიდება.  

მსგავსი სიახლეები