მიიღეთ სათანადო ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით! - სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურს
მიხეილ სააკაშვილის საქმე და გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა - სასამართლო პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასა და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.
განცხადება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მისი თქმით, რატი ბრეგაძისგან მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიძღონ.
დამატებით წერილის სახით მივმართავთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვთ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ზომების მიღება. შუამდგომლობაზე რომ დამატებით ვიმსჯელოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტაცია უნდა გვქონდეს”, - თქვა ნინო ელიეშვილმა.
განცვხადება მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ გააკეთა:
"მიიღოს სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით, სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადი მითითებით" - განაცხადა სხდომაზე ნიკა გვარამიამ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე 20 მაისს, 3 საათზე ჩაინიშნება.